თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, მცირე და საშუალო სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ;
პარასკევი, 10:00-17:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი
შენი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტის გაყიდვების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:
პოტენციური მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არასამედიცინო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
მომხმარებლის საჭიროების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და მათთან მოლაპარაკება;
მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელების მართვა;
მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - AML პროცესის დასრულება;
სხვადასხვა განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა.
გამოგვეხმაურე, თუ:
გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
გაქვს გაყიდვებში მუშაობის მცირედი გამოცდილება;
გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
იცი საოფისე პროგრამები;
იცი ინგლისური ენა (B2).
ვეძებთ ჩვენიანს:
პასუხისმგებლიანს;
დეტალებზე ორიენტირებულს;
ორგანიზებულს;
განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
საქმეზე კონცენტრირებულს;
დაგახვედრებთ:
საინტერესო საქმეს;
მრავალფეროვნებას;
სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;
>> სარეგისტრაციო <<
სს „თიბისი დაზღვევა“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.